воскресенье, 23 октября 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე განსაკუთრებით მნიშვნელვანი და ბევრისმომცემი იყო.გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენს მიერ შექმნილ პროექტებზე. საინტერესო იყო კოლეგების ოპონირება, გავიაზრეთ ჩენი ნაშრომის დადებითი და გასათვალისწინებელი მომენტები. გამოვლენილ ტექნიკურ ხარვეზებზე მივიღეთ საჭირო  მითითებები. დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერს, ქალბატონ ლალი გიგაურს, დღევანდელი სწავლა სწავლებისთვის ესოდენ საჭირო აქტივობების დაუფლებისთვის.

суббота, 22 октября 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია-თავდაპირველად გავაანალიზეთ სასწავლო პროცედურები, რამდენად სწორად გვქონდა გაწერილი, შემდეგ გავამახვილეთ ყურადღება მოსწავლეთა  დიფერენცირებულ შეფასებაზე.გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს. ვიმუშავეთ პორტფოლიოს მოწესრიგებაზე.

воскресенье, 16 октября 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

თავდაპირველად ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დახვეწასა და კონსტრუირებაზე. შემდეგ გავეცანით მოსწავლის სავარაუდო შეფასების ადაპტირებას.
პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით ვიმსჯელეთ  სსასწავლო პროცედურების გაწერასა და ჩამოყალიბებაზე. საშინაო დავალებად მივიღეთ,  შევავსოთ საჭირო დონემდე პროექტის გეგმის შბლონი.

пятница, 14 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

 კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე. შევავსეთ დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდის დამატება და მასზე ახალი ინფორმაციის განთავსება, ამასთანავე, იუტუბიდან სურათის გადმოტანა საჭირო დიზაინით. ძალიან საინტერესო და საჭირო  მასალა დავამუშავეთ.

"ყვითელი ფოთლები"