воскресенье, 23 октября 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე განსაკუთრებით მნიშვნელვანი და ბევრისმომცემი იყო.გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენს მიერ შექმნილ პროექტებზე. საინტერესო იყო კოლეგების ოპონირება, გავიაზრეთ ჩენი ნაშრომის დადებითი და გასათვალისწინებელი მომენტები. გამოვლენილ ტექნიკურ ხარვეზებზე მივიღეთ საჭირო  მითითებები. დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერს, ქალბატონ ლალი გიგაურს, დღევანდელი სწავლა სწავლებისთვის ესოდენ საჭირო აქტივობების დაუფლებისთვის.

суббота, 22 октября 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია-თავდაპირველად გავაანალიზეთ სასწავლო პროცედურები, რამდენად სწორად გვქონდა გაწერილი, შემდეგ გავამახვილეთ ყურადღება მოსწავლეთა  დიფერენცირებულ შეფასებაზე.გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს. ვიმუშავეთ პორტფოლიოს მოწესრიგებაზე.

воскресенье, 16 октября 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

თავდაპირველად ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დახვეწასა და კონსტრუირებაზე. შემდეგ გავეცანით მოსწავლის სავარაუდო შეფასების ადაპტირებას.
პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით ვიმსჯელეთ  სსასწავლო პროცედურების გაწერასა და ჩამოყალიბებაზე. საშინაო დავალებად მივიღეთ,  შევავსოთ საჭირო დონემდე პროექტის გეგმის შბლონი.

пятница, 14 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

 კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე. შევავსეთ დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდის დამატება და მასზე ახალი ინფორმაციის განთავსება, ამასთანავე, იუტუბიდან სურათის გადმოტანა საჭირო დიზაინით. ძალიან საინტერესო და საჭირო  მასალა დავამუშავეთ.

"ყვითელი ფოთლები"

воскресенье, 2 октября 2016 г.

მეოთხე დღის  რეფლექსია-კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება  მოსწავლეთა მისაღწევი  მიზნების ფორმულირებაზე. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავუზიარეთ და მივიღეთ საინტერესო რჩევები(კომენტარები) კოლეგებისგან. ფიქრიანი, საჭირო, ბევრისმომცემი მეცადინეობა იყო.

  • მიმართულების მიმცემი ზოგადი კითხვა:
    ა) რა არის სანახაობა?
  • თემატური კითხვები:
ა)ისტორიულად როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოში ხართან?
ბ)როგორია მოთხრობა"კორიდას" ავტორის დამოკიდებულება ამ ტრადიციის მიმართ?
გ)რატომ მოსწონთ ადამიანებს კორიდა?
  • შინაარსობრივი კითხვები:
ა)რა იცით  "კორიდას" ავტორის შესახებ?
ბ) როგორ არის დახასიათებული კორიდის არენაზე გამოსული ხარი?
დ) რა გაახსენდა კორიდის მაყურებელ მთხრობელს?.

суббота, 1 октября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია
ვიმსჯელეთ პროექტის იდეის სწორად ჩამოყალიბებაზე, მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე, ამასთანავე ვიმუშავეთ ბროშურის დახვეწასა და ფორმატზე.ეს დღე განსაკუთრებით საჭირო იყო, რადგან ვიმუშავეთ, როგორ უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში იდეა , მიზნები და სტრატეგიები.

სასწავლო პროექტის მიზნები

  • · აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ  მოამზადებენ და სათანადო  სიტუაციებში გამოიყენებენ დამხმარე (ვიზუალური, ელექტრონული, ) მასალებს;
  • მოსწავლეები ამოიცნობენ და გამოარკვევენ ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
  •  მოისმენენ სხვების აზრს საკითხთან დაკავშირებით;·იმსჯელებენ სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად განავითარებენ  თავის მოსაზრებას  ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
  • პრობლემური თემის შესახებ შეთხზავენ  მცირე ზომის ესეს.რომელშიც ჩამოაყალიბებენ პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას; მოძიებული მასალებით შექმნიან სლაიდ შოუს და საკუთარი კომენტარებით  გააცნობენ კლასს.


სასწავლო პროექტის მიზნები


მოსწავლეები შეძლებენ:ამოიცნობენ და განსაზღვრავენ პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
გამოარკვევენ ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
     განიხილავენ კონკრეტულ საკითხს ნაწარმოებიდან, შეაფასებენ მნიშვნელოვან        ყოფით ფაქტს, ტრადიციას. მოისმენენ სხვების აზრს საკითხთან დაკავშირებით;
 ·იმსჯელებენ სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად განავითარებენ  თავის მოსაზრებას;
.
    გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
· აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ  მოამზადებენ და სათანადო  სიტუაციებში გამოიყენონ დამხმარე (ვიზუალური, ელექტრონული, ) მასალები;
პრობლემური თემის შესახებ შეთხზავენ  მცირე ზომის ესეს.რომელშიც

 ჩამოაყალიბებენ პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას; მოძიებული მასალებით შექმნიან სლაიდ შოუს და საკუთარი კომენტარებით  გააცნობენ კლასს.


   
·         

·       

пятница, 30 сентября 2016 г.

პროექტის იდეა

პროექტის იდეა-      ნ. დუმბაძის მოთხრობა  „კორიდას“შესწავლის შემდეგ  მოსწავლეები მოიძიებენ  და გაეცნობიან     მასალებს კორიდას შესახებ: სად წარმოიშვა, როგორია მისი არსებობის ისტორია და საფუძვლები. იმსჯელებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე; ამასთანავე, გამოკვეთენ მოთხრობის ავტორის დამოკიდებულებას და ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრსა და საზოგადოების დღევანდელ დამოკიდებულებას  ამ ტრადიციის მიმართ.  გაავლებენ პარალელს ხართან ქართველი კაცის  ისტორიულ  დამოკიდებულებასა    და ესპანურ ტრადიციას შორის.   

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია
დღემ საინტერესოდ და ეფექტიანად ჩაიარა.გავიგეთ, როგორ დავიწყოთ მუშაობა ბლოგზე, რა პრივილეგიებს გვთავაზობს ინტელის პროგრამა. რას უნდა მიექცეს ყურადღება, პირველ რიგში, პროექტზე მუშაობისას.რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, მოსწავლეთა ინტერესები, მოვახდინოთ მშობელთა ინფორმირება. როგორ შევქმნათ ბროშურები მშობლებისთვის.

ინტელის ტრენინგები დაიწყო...

ტრენინგების დაწყებას მოუთმენლად ველოდი..
მინდა ჩემი გაკვეთილები შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს სწავლა სწავლების გაუმჯობესებაში, პროექტების შექმნის გარეშე კი თანამედროვე გაკვეთილი ვერ იქნება სრულყოფილი. დიდი იმედი მაქვს, ტრენინგის გავლის შემდეგ, შევძლებ უკეთესი და საინტერესო იყოს გაკვეთილები.